ჩვენი სტრატეგიული მიზანია შევიმუშავოთ ბრწყინვალე სასწავლო პროგრამები და შესაბამისი კვლევები, რომლებიც შეეხება ჩვენი საზოგადოებისადმი მნიშვნელოვან და, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებს.

ყოველივე ამის საშუალებით სტუდენტებს ვუზრუნველყოფთ იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც დაეხმარებათ დღევანდელ, ძალზე კონკურენტულ დასაქმების ბაზარზე წარმატებული კარიერის შექმნაში.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა წარმოადგენს შემდეგ სამაგისტრო პროგრამას:



უნივერსიტეტი განლაგებულია საკუთრებაში მყოფ 16,000მ² ფართობზე, რომელიც სპეციალურად გამიზნულია თანამედროვე სწავლებისათვის. ჩვენი სკოლა განლაგებულია საერთაშორისო ელინური უნივერსიტეტის კამპუსში. ის მდებარეობს თესალონიკი - მუდანიას გზაქკეცილის 14 კმ-ზე.
სტუმრებისთვის საშუალებები მთელი დღის განმავლობაში ღიაა. ყოველთვის შეგიძლიათ დანიშნოთ შეხვედრა ჩვენს პერსონალთან, რათა დაგათვალიერებინოთ ადგილი და მოგაწოდოთ თქვენთვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია.
სკოლა აღჭურვილია უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიით, ონლაინ მონაცემთა ბაზით და სასწავლო რესურსების ბრწყინვალე ცენტრით, რომელიც უზრუნველყოფს წიგნების, ჟურალებისა და ბიზნეს ანგარიშების ყოვლისმომცველ, თანამედროვე არჩევანს.
დაესწარით საინფორმაციო სესიას და გადადგით პირველი ნაბიჯები სამაგისტრო ხარისხის მისაღებად. სესიები, რომლებიც კამპუსში ტარდება, მოგცემთ სტუდენტებთან, ფაკულტეტის პერსონალთან შეხვედრის და გაკვეთილზე დასწრების საშუალებას.
მაგრამ თუ საერთაშორისო ელინურ უნივერსიტეტში ვერ ჩამოხვალთ, ჩვენ მოვალთ თქვენთან. ჩვენ გთავაზობთ მცირერიცხოვანი ჯგუფის შემადგენლობით საინფორმაციო სესიებს როგორც საბერძნეთის, ასევე საზღვარგარეთის მთავარი დედაქალაქების ზონაში. პრეზენტაციის შემდგომ იქნება მიღება, რომელიც მოიცავს ძირითადად ადგილობრივ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. მონაწილეობა მიიღეთ სესიაში, რომელიც მიყავს მასწავლებელს ან პროგრამის დირექტორს და დასვით შეკითხვები.
თხოვნის შემთხვევაში წლის განმავლობაში შეიძლება დაიგეგმოს აკადემიურ პერსონალთან ინდივიდუალური შეხვედრები.
Tel:(0030) 2310-807529
email:infosoh@ihu.edu.gr